ნუ გახდები საკუთარი ცხოველის და თავის მტერი . ბოლო წლებია განსაკუთრებით მეშინია გაზაფხულის…
ნუ გახდები საკუთარი ცხოველის და თავის მტერი . ბოლო წლებია განსაკუთრებით მეშინია გაზაფხულის მოსვლის,ვისაც გამოგიცდიათ ის სიმწარე და სინანული რაც მოზღვავებით,მასიურად გადაყრილ კნუტებს და ლეკვებს ეხება გაიგებთ რასაც ვგულისხმობ. ქუჩის,მიუსაფარ ცხოველებზე და მათ პოპულაციაზე ზრუნვა რომ სახელმწიფოს ევალება ეხლა ამაზე არ ვისაუბრებ. რადგან აქცენტი მინდა გავაკეთო პატრონებზე. დიახ სამწუხაროდ პატრონები არანაკლებად იცილებენ პასუხისმგებლობას ამ საკითხზე ისევე როგორც სახელმწიფო.ერთი კატიდან 8 და 10 სანამ არ გახდება მანამდე პრობლემას "ვერ ხედავენ" აი დაუსრულებლად რომ მიდის პროცესი უკვე და შეუქცევადად მერე იწყებენ გამოსავალის ძებნას და რათქმაუნდა თავშესაფრამდე მიდიან (ქუჩის გარდა) ჩვენ ამას კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით. ეს თავშესაფარი არ წამოგვიწყია იმისთვის რომ სახლიდან მივიღოთ ათობით კატა და კნუტი მაშინ როცა ქუჩაში,განსაცდელში იმყოფება უამრავი ცხოველი რომელთაც სახლი არასდროს ღირსებიათ ! როდესაც იღებ პასუხისმგებლობას ცხოველის ყოლაზე,კვებავ,ასეირნებ,ზრუნავ მის ჯანმრთელობაზე,ასევე გევალება აკონტროლო მისი შთამომავლობის მიცემის უნარიანობა ან შთამომავლობა და როცა ვერც ერთს ვეღარ აკონტროლებ მაშინ იწყება 'უნებლიე ბოროტება" მე ასე დავრქმევდი. როცა გიყვარს,კარგი გინდა მაგრამ საბოლოო ჯამში ტკივილს აყენებ ისევ ცხოველებს,არასწორ ქმედებათა ჯაჭვის გამო. სავსე მაქვს ინბოქსი გასაჩუქებელი კნუტებით,ყველა სახლიდან.. მერიას მოვუწოდებთ მეტი ქმედებისკენ,შენიშვნებს ვაძლევთ და ამ დროს თითოეული ადამიანი რას უკეთებს თავის კომპანიონ ცხოველს ? თუნდაც მიკედლებულს ან შეფარებულს ? კნუტები,კნუტები ყველგან კნუტები გაურკვეველი ბედით.. ნუ გახდები გამმრავლებელი. გაასტერილე 1 სანამ გახდება 100.
Nini Rtveli