EN დაგვეხმარე

ისტორიები · 2016

ეს ჩვენი ბინადრების მხოლოდ ნაწილია. ზოგისთვის თავშესაფარი სახლად გადაიქცა, ზოგისთვის კლინიკად, ზოგმა კი აქ…

ეს ჩვენი ბინადრების მხოლოდ ნაწილია. ზოგისთვის თავშესაფარი სახლად გადაიქცა, ზოგისთვის კლინიკად, ზოგმა კი აქ გაატარა ცხოვრების უკანასკნელი წუთები.
აქ მოხვედრის მიზეზი სხვადასხვაა. ყველას თავისი ისტორია და მომავალი აქვს, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ, ადამიანზეა დამოკიდებული. სწორედაც რომ ჩვენ ვუწერთ მათ ყოველ დღეს. გადაყრილი კნუტები, უპასუხისმგებლო მეპატრონის ძაღლის მიერ დაგლეჯილი ვიკი, ბავშვისგან ნაცემი სანდრიკო, გამოგდებული ნიუ... რამდენი ჩამოვთვალო?! ბევრს სულაც არ გაუმართლდა და სიცოცხლე ტყვიით დახვრეტილი სხეულით დაამთავრა. მათი ხმა ყველას აწუხებს, სათქმელი კი ცოტას ესმის 😞

მოდი აქციაზე და ერთად ვთქვათ ყველას სათქმელი!
სიცოცხლის უფლება ყველას აქვს!

63 რეაქცია6 კომენტარი18 გაზიარება ფეისბუქზე ნახვა →