EN დაგვეხმარე

ისტორიები · 2016

ეს ამაყი ზუზუა. ყველაზე მომთმენი ბიჭი. 3 თვეა თავშესაფრის ბინადარია,ერთი უკანა თათი მოწყეტილი ქონდა, თვეზე…

ეს ამაყი ზუზუა. ყველაზე მომთმენი ბიჭი. 3 თვეა თავშესაფრის ბინადარია,ერთი უკანა თათი მოწყეტილი ქონდა, თვეზე მეტი ვუხვევდით, მალამოებს ვუსმევდით მაგრამ შედეგი რომ არ მოგვცა ამპუტაცია გადაწყდა. მუდმივი წყარო იქნებოდა ეს ფეხი ზიანის და ტკივილის. შემდეგ იყო აცრების პერიოდი და საბოლოოდ მოძლიერებულზე,გუშინ გაუკეთდა ოპერაცია. გადაიტანა როგორც ზუზუს ეკადრებოდა. დიდი მადლობა ბალტოს კლინიკას,ვეტერინარ სერგოს და იმ ადამიანებს ვინც თითო ლარით გვეხმარება.ფისო კარგადაა.ერთი სათხოვარი გვაქვს მხოლოდ 5 დღე ანტიბიოტიკი უნდა ვუკეთოთ - ცეფტრიაქსონი. რეცეპტი ჭირდება თან,იქნებ დაგვეხმროთ და მოგვაწოდოთ. მოგვწერეთ მესიჯებში. დიდი მადლობა

36 რეაქცია3 კომენტარი10 გაზიარება ფეისბუქზე ნახვა →