EN დაგვეხმარე

ისტორიები · 2016

(16+)დღეს ძალიან მძიმე ემოციებით დატვირთული დღე გვქონდა. თითქოს ერთი ჩვეულებრივი დილა თავშესაფარში ნამდვილ…

(16+)დღეს ძალიან მძიმე ემოციებით დატვირთული დღე გვქონდა. თითქოს ერთი ჩვეულებრივი დილა თავშესაფარში ნამდვილ ჯოჯოხეთად გადაგვექცა.
ეს ფისო ტრასაზე იპოვნა და მასზე ზრუნვა გადაწყვიტა კეთილმა ადამიანმა, მაგრამ რადგან გადაუდებელ საქმეზე რამდენიმე დღით წასვლა უწევდა, დახმარებისთვის ჩვენ მოგვმართა. გვეგონა სუსტი დაზიანებებით შემოვიდოდა ქუჩის ფისო, მაგრამ ნანახმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. ფისოს აქვს უამრავი ჭრილობა კუდზე, მენჯის არეში, ასევე მენჯის ძვლების მოტეხილობები და ძლიერი საერთო სისუსტე. მდგომარეობას განსაკუთრებით ამძიმებენ ის მატლები, რომლებმაც მთელი კუდი შეუჭამეს. სხვა რა გზა გვქონდა, დაახლოებით 4 საათი ჩვენი ძალებით გავუსუფთავეთ დაზიანებები მატლებისგან. 300 მდე მატლი მოვაცილეთ, ჭრილობები გამოვურეცხეთ ზეჟანგითა და ბეტადინით, შემდეგ "ჩემი სპრეიც" დავასხით, გავუკეთეთ გადასხმები( რინგერი, ფიზიოლოგიური და გლუკოზა) ასევე გაუკეთდა ცეფტა, ვენაში გამავიტი, სუპერტონი და მეტაბოლაზა. ფისო საკმაოდ მძიმე მდგომარეობაშია, გადაციებული და მიგდებული. ამჟამად ყველანაირი პირობა შევუქმენით, რომ რამენაირად გადარჩეს. მეტის საშუალება უბრალოდ აღარ შეგვწევს და გვჭირდება თქვენი დახმარებაც. თუ შეგიძლიათ მოგვაწოდოთ მედიკამენტი "გამავიტი". ნებისმიერი სახით დახმარება ძალიან მნიშვმელოვანია.
ასევე დავდებთ ამ ფისოს ვიდეოებს

15 რეაქცია18 კომენტარი4 გაზიარება ფეისბუქზე ნახვა →