EN დაგვეხმარე

ისტორიები · 2026

საგონებელში ვართ. ვიცით რომ არაფერი გამოგვივა დიდი მხარდაჭერის გარეშე, რადგან საქმე გვაქვს ლეტალურ, სველ…

საგონებელში ვართ. ვიცით რომ არაფერი გამოგვივა დიდი მხარდაჭერის გარეშე, რადგან საქმე გვაქვს ლეტალურ, სველ ფიპთან…. ეს დაავადება სასიკვდილოა GS წამლის გარეშე.

დღეს კლინიკაში მიუსაფარი ფისო მიიყვანეს დიღმიდან, იხრჩობოდა, გულმკერდში სითხე აღმოჩნდა დიდი რაოდენობით, სანახევროდ ჩურქიანი.. ფისოს გაეწია პირველადი დახმარება, გაუკეთდა სასწრაფო დრენაჟირება და დაასტაბილურეს. კლინიკის ხარჯი შეღავათით გადასახდელია - 350 ლარი.

ფისოს ჭირდება მონიტორინგი, შესაბამისად გამოცდილი შემფარებელი და ჯიესით მკურნალობის დაწყება…

დიღმელ ფისოს აქამდეც არ ქონია ადვილი ცხოვრება, წინა ერთი კიდური ფაქტიურად გაუქმებული აქვს ძველი ტრავმისგან. კუდი სანახევრიდ მომძვრალი…

ათეულობით ფიპიანი ბენეფიციარი გამოგვიჯანმრთელებია წლების მანძილზე თქვენი დახმარებით.

ახლა ეს ფისოა ამ ვერაგი ვირუსის პირისპირ, მარტო თუ დავტოვებთ, ტანჯვით დაიღუპება 😞

📣 სასიცოცხლოდ საჭიროა :
GS - 160 ლარი
გამოცდილი შემფარებელი - დღე 40 ლარი
დრენაჟიანი, ფიპიანი პაციენტის მართვა არაა ადვილი, ამ დღიურ საფასურში შედის ყველა მისი ხარჯი.

ვაძლევთ შანსს ფისოს ? გამოჩნდება თქვენი აქტიურობით 🙏🏻🐾

დანიშნულება აუცილებელია
✅ დიღმელი ფიპიანი

BOG
მიმღები: ა(ა)იპ საქართველოს ფისომოყვარულთა კლუბი

#GE60BG0000000786573700

73 რეაქცია31 კომენტარი36 გაზიარება ფეისბუქზე ნახვა →