პირველად 10 თვის წინ შევხვდით, როცა მასზე შემოსულმა შეტყობინებამ ყველა საგონებელში ჩაგვაგდო, ძაღლს…
პირველად 10 თვის წინ შევხვდით, როცა მასზე შემოსულმა შეტყობინებამ ყველა საგონებელში ჩაგვაგდო, ძაღლს დაუგლეჯია პატარა კნუტი. არ ვიცოდით რა გვექნა, შევძლებდით კი ამხელა პასუხისმგებლობის აღებას?
მაგრამ ავიყვანეთ!
ერთი ციცქნა ბეწვის გუნდა, დასიებული თავით და შეზღუდული გადაადგილებით.
განსაკუთრებული თვალები ჰქონდა, ყველასგან გამორჩეული.
ასეთი ვნახეთ პირველად.
მაშინ რთული პერიოდი გამოვიარეთ, არ ვიცოდით თუ გადარჩებოდა. როგორც ძაღლის შემთხვევაში, აქაც დაამრცხა უჩინარი არსებები და ჩვენთან გააგრძელა ცხოვრება, რადგან სიკვდილი არ ეკუთვნოდა, ძალიან პატარა იყო ამისთვის!
ვიკიმ გაიმარჯვა, სიკვდლი დაამრცხა და ნინიმ ამის გამო ვიკტორია დაარქვა.
შემდეგ დაიწყო ხანგრძლივი,ემოციებით სავსე მკურნალობა და რეაბილიტაცია. ვიკის უნდა გაევლო!
საქართველოში რომ ვერაფერი გამოდიოდა მის ფარგლებს გარეთ დავიწყეთ საშუალებების მოძიება მკურნალობისთვის, მაგრამ ამაოდ.
დრო გადიოდა და ჩვენც, ვიკისთან ერთად, თითქოს შევეგუეთ ასეთ მდგომარეობას, მაგრამ ცდას მაინც არ ვაკლებდით. ბევრი გულშემატკივარიც გამოუჩნდა, რთულია ასეთ ფისოს უემოციოდ შეხედო. ზოგმა ტანსაცმელი აჩუქა, ზოგმა ეტლი, ზოგმაც მისი სახლში ყოლა ისურვა, მაგრამ ვიკი თავშესაფარში ცხოვრებას განაგრძობდა. ორი თათით სრიალი და ძრომიალი ისწავლა, არც თამაშს აკლდებიდა ხოლმე. ასე გადიოდა დღეები, თვეები.. დროსთან ერთად პრობლემებიც ემატებოდა, მაგრამ ჩვენ და ექიმები მუდამ მისი ჯანმრთელობის სადარაჯოზე ვიდექით, სხვანაირად არ შეიძლებიდა! განსაკუთრებით გვიყვარდა, გამორჩეული იყო.
რამდენიმე კვირის წინ ვიკიმ მოიწყინა, ჩვენც განგაში ავტეხეთ და ექიმს ვანახეთ. დიდად გული ვერ დაგვიმშვიდა, მისი მდგომარეობა ჩვენც კარგად გვესმოდა და ექიმს მითუმეტეს. ადრევე გვითხრა, ასეთი ფისოები დიდ ხანს ვერ ცხოვრობენო :(
ამის შემდეგ დაიწყო ინტენსიური მკურნალობა.
მდგომარეობა ყოველდღე, უფრო და უფრო მძიმდებოდა, მიზეზი კი ვერ დგინდებოდა.
საბოლოოდ მოწყდა, წინა თათებშიც დაკარგა მოძრაობის უნარი, ახლა ვიკი მხოლოდ თვალებით კონტაქტობდა, განსაკუთრებული, გამორჩეული თვალებით, სადაც მისი მთელი მძიმე, სევდიანი ისტორია ჩანდა...
გუშინ ვიკიმ დაგვტოვა...
რამდენი სევდაა სამ სიტყვაში... ის ჩვენი ოჯახის წევრი იყო. დიდი ოჯახის, სადაც ყველა ბედნიერი უნდა იყოს!
არ შეიძლება ამ გრძნობის გადმოცემა, ეს აღუწერელია. ვიკი განსაკუთრებული ნაწილი იყო ჩვენი ცხოვრების, ჩვენ კი-მთელი ცხოვრება მისთვის.
ვიკი დამრცხდა ბრძოლაში, ჩვენც მასთან ერთად. დავმარცხდით იქ, სადაც გამარჯვებული საბოლოოდ არავინაა.
ახლა ცისარტყელაზეა, ჩვენგან ძალიან შორს. უკვე ბედნიერი იქნება, ალბათ იქ უკეთესია მისთვის, მაგრამ ჩვენ ძალიან ბევრი დაგვაკლდა. ემოციებისგან დაცლილებს, მის გარეშე მოგვიწევს ყოველდღიური საქმის კეთება, სადაც აღარავინ დაიწყებს ფეხზე ამოფოფხებას, მოსაფერებლად მისვლას..
ვიკი კატა იყო, რომელიც ყველას უყვარდა.