EN დაგვეხმარე

ისტორიები · 2026

მეგობრებო, ძვირფასო გულშემატკივრებო, ვიწყებთ 2 დღიან მარათონს სფკ თავშესაფრის ქირის თანხის შესაგროვებლად 📣📣📣🙏🏻

მეგობრებო, ძვირფასო გულშემატკივრებო, ვიწყებთ 2 დღიან მარათონს სფკ თავშესაფრის ქირის თანხის შესაგროვებლად 📣📣📣🙏🏻

ეს არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი 40 რეზიდენტი კატის და კიდევ სამომავლოდ დასახმარებელი კატებისთვის. ჩვენ თავშესაფარში პოსტოპერაციულ (სტერილიზაცია:კასტრაცია) პერიოდს გადიან მიუსაფარი ფისოები უფასოდ ✅
წლებია ვიფარებთ, ვეხმარებით და ვაჩუქებთ ან ვაბრუნებთ ისევ მიკედლების ადგილას.

ჩვენი საქმიანობისთვის გადამწყვეტია ჭერი თავზე…

ქირის გადახდა უკვე გვიგვიანდება, იმედია შევძლებთ 2 დღის განმავლობაში 900 ლარის მობილიზებას ..
ყოველი დახმარება მნიშვნელოვანია 🙏🏻

შეგახსენებთ რომ სფკ თავშესაფარი უკვე 11 წელია არსებობს. შევინარჩუნეთ თქვენი მხარდაჭერითა და ჩვენი უდიდესი, მოხალისეობრივი შრომის საფუძველზე.

ჩვენ სხვა ფინანსური წყარო არ გვაქვს და არც არასდროს გვქონია დაფინანსება. ძალიან რთულია ასე საქმიანობა, მაგრამ მაინც ვაგრძელებთ ✨

უკან რომ გავიხედავთ და ათასობით ბენეფიციარი, გადარჩენილი თუ გაჩუქებული ფისოს ისტორია გვხვდება, ალბათ ეს გვაძლიერებს 🙏🏻🐾

თქვენთან ერთად 💜🐾

უმორჩილესად გთხოვთ, ჩარიცხვისას მიუთითოთ დანიშნულება
✅ სფკ ქირა

BOG
მიმღები: ა(ა)იპ საქართველოს ფისომოყვარულთა კლუბი

#GE60BG0000000786573700

37 რეაქცია14 კომენტარი11 გაზიარება ფეისბუქზე ნახვა →