EN დაგვეხმარე

ისტორიები · 2026

10.06.26 მშვიდობით ნატანჯო გოგოვ ….

მკურნალობა

10.06.26 მშვიდობით ნატანჯო გოგოვ ….

ქავთარაძელი სამფერას გულმკერდის ღრუ სავსე იყო მეტასტაზებით…

როდესაც სუნთქვა კიდევ უფრო დაამძიმა, ძილში გავუშვით …

არ გაუმართლა, ვეცადეთ, სიცოცხლის ბოლო დღე მზრუნველობაში იყო.

მადლობა გულშემატკივრობისთვის 🙏🏻

კლინიკაში რენტგენის და ანალიზების თანხა დაფარულია. ასევე სტაციონარის 1 დღის .

რა ვთქვათ კიდევ.. მძიმეა ემოციურად, მაგრამ უარესია ამათი მიუსაფარი ტკივილი და ტანჯვა .

09.06.26 განახლება ქავთარაძელი სამფერა ფისოს შესახებ📣

საერთოდ არ ველოდით ონკოლოგიას 😔

ფისოს იღლიის ქვეშ აქვს სიმსივნური ჭრილობა (ფოტო კომენტარებშია)
პლევრაში კი სითხე, რაც უშლის სუნთქვაში..
ამ ეტაპზე გეგმა კი შევადგინეთ, მაგრამ თანხა სულ 150 ლარი გვაქვს რაც დღეს ჩაირიცხა…

ფისო გადაყვანილია შემფარებელთან, იქნება ჟანგბადზე, გაუკეთდება ძლიერი ანტიბიოტიკი და სამ დღეში ეცდებიან სითხის ამოღებას და სიმსივნის მოკვეთას.
მეტასტაზებზე ჯერ კიდევ გასარკვევია.

საჭიროა ასევე ქსოვილის ბიოფსია, მაგრამ ფინანსების გარეშე ვერ გავწვდებით ამდენს 😭

არ შეგვუძლია ხაზი არ გავუსვათ მნიშვნელოვან გარემოებას.

ფისო ამ საშინელი ჭრილობით ცხოვრობდა და იტანჯებოდა ეზოში, სადაც გარშემო უამრავი ადამიანი მოძრაობს და სულ კორპუსებია !
გაუმართლა რომ დღეს ჩვენმა ფისომოყვარულმა, კლუბის აქტიურმა წევრმა დაინახა, იმიტომ რომ რეალობა ასეთია :
ერთეულები ამჩნევენ და რეაგირებენ !
დანარჩენს უბრალოდ “არ ეხება”

როცა სულიერ, მოშინაურებულ არსებაზე არც ერთი ადამიანი არ იღებს პასუხისმგებლობას, მაშინ პასუხისმგებლობა ხდება კოლექტიური , სხვა გზა არ რჩება ცივილიზირებულ საზოგადოებაში.

იმედია გამოგვიჩნდება ამ ფისოს დასახმარებელი რესურსიც და გულშემატკივარიც 🙏🏻

დანიშნულება იგივეა
✅ ქავთარაძელი სამფერა

BOG
მიმღები: ა(ა)იპ საქართველოს ფისომოყვარულთა კლუბი

#GE60BG0000000786573700

37 რეაქცია34 კომენტარი22 გაზიარება ფეისბუქზე ნახვა →