გუშინ ღამით იპოვეს ეს ფისო ოქროს უბანში, უბედურ დღეში… წინა კიდური დანეკროზებული, მენჯთან ქსოვილები…
გუშინ ღამით იპოვეს ეს ფისო ოქროს უბანში, უბედურ დღეში… წინა კიდური დანეკროზებული, მენჯთან ქსოვილები გადატყავებული და ლპობაში წასული, როგორც ჩანს ფისო დიდხანს იტანჯებიდა ამ მდგომარეობაში 😞 ღამესვე მიიყვანეს 24 საათიან კლინიკაში და გაუწიეს პირველადი დახმარება : ჭრილობების გაწმენდა/დამუშავება, გაკერვა. ფისო არის ძალიან სუსტად, საჭიროა ანალიზები და სტაციონარზე დატოვება/დაკვირვება.
ფისოს ეღირსა ადამიანურ პირობებში მოხვედრა, ახლა ჩვენზეა დამოკიდებული როგორ შევძლებთ მისი ხარჯების ანაზღაურებას ! გთხოვთ ჩაერთოთ საერთო საქმეში, წარმოიდგინეთ ფისო თავად მივიდა დახმარებისთვის ცხოველმოყვარულ ადამიანთან 🥺
ვუსურვოთ წარმატებული რეაბილიტაცია ნატანჯ პატარას 🙏🏻🐾
გთხოვთ დანიშნულებაში აუცილებლად მიუთითოთ
✅ ოქროს უბნელი ტრავმირებული ფისო
მიმღები: ა(ა)იპ საქართველოს ფისომოყვარულთა კლუბი
#GE60BG0000000786573700