EN დაგვეხმარე

ისტორიები · 2023

ძვირფასო მეგობრებო, ერთ უმაგრეს ცხოველმოყვარულს უნდა დავეხმაროთ კატების შეფარებაში გერმანიაში…

‼️ ძვირფასო მეგობრებო, ერთ უმაგრეს ცხოველმოყვარულს უნდა დავეხმაროთ კატების შეფარებაში გერმანიაში გამგზავრებამდე 🙏🏻🙏🏻🥳

ფისოებს - ნიკოს, ვახოს და სუნის ყველა საჭირო დოკუმენტი მზად აქვთ ევროპაში გადასაყვანად. საჭიროა მხოლოდ რამდენიმე თვე მოთავსდნენ ოჯახებში, საკვები ქვიშა და სხვა საჭიროებები ანაზღაურებული იქნება !

პაბლო ფერნანდესმა თითქმის ათი წელი იცხოვრა საქართველოში და დაეხმარა უამრავ მიუსაფარ ფისოს თუ ცუგას, უდიდესი მხარდაჭერა გამოგვიცხადა ჩვენც, სფკ თავშესაფარს და 2017 წლიდან ვთანამშრომლობთ. პაბლოს ამ ეტაპისთვის ყავს 15 ფისო და 4 ცუგა საქართველოდან ))
რათქმაუნდა ყველას ვერ დაიტოვებს გერმანიაში და ამიტომ მუდმივი ოჯახები უნდა მოუძებნოს იქაც.

გთხოვთ არ გაატაროთ პოსტი, ფისოები მიჩვეულები არიან ოჯახურ გარემოში ცხოვრებას, ამიტომ ნაწილდებიან დროებით სახლებში. დეტალებზე მოგვწერეთ.
ერთი დიდი საერთო საქმე კეთდება და გახდით მონაწილეები 🙏🏻

გააზიარეთ ♥️🐾

47 რეაქცია4 კომენტარი6 გაზიარება ფეისბუქზე ნახვა →