EN დაგვეხმარე

ისტორიები · 2023

მეგობრებო, ანალიზების შემდეგ ფისოს ჩაუტარდა ოპერაცია ქვედა ყბაზე. ანალიზების პასუხიც არ იყო…

✅მეგობრებო, ანალიზების შემდეგ ფისოს ჩაუტარდა ოპერაცია ქვედა ყბაზე. ანალიზების პასუხიც არ იყო დამაკმაყოფილებელი თუმცა გადადება არაფრით შეიძლებოდა ..
ფისო გამოვიდა ნარკოზიდან, სტაბილურად იყო ღამით. ახლა მნიშვნელოვანია რეაბილიტაციის პერიოდი. მადლობა თანადგომისთვის 🙏🏻

რაც შეეხება ამ სასტიკ ფაქტს, დიდი იმედი გვაქვს რომ არ დარჩება რეაგირების გარეშე !! წინააღმდეგ შემთხვევაში იგივე ეზოში, კიდევ მრავალი ცხოველი დაზიანდება დაუსჯელობის განცდის შედეგად !

ზოგადად კი, შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgia
გააკონტროლეთ რამდენი საქმეა მივიწყებული გამოძიების გარეშე ცხოველების გარშემო !!!
სირცხვილია !

რაც შეეხება საახალწლო ასაფეთქებლებს, ეს არის დღესდღეობით ბოროტება ნებისმიერი ბავშვის თუ ზრდასრულის ხელში ! არ შეიძლება ასეთი ხელმისაწვდომი იყოს, შედეგებს ვიმკით ყოველ წელს !!!!!
საქართველოს მთავრობა სად არის შეზღუდვები პიროტექნიკაზე, რაზეც ლაპარაკობდით ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ ?

მძიმე ამბით მოვედით.. გუშინ საღამოს ამ ფისოს,რომელიც იწვა თავისთვის მიმკედლებლის კარებთან, ასაფეთქებელი დაუდეს თავთან…
ხმაზე გამოვარდნილ მიმკედლებელს დახვდა ეს საშინელი სურათი.. ეს მიზანმიმართული ძალადობა მოხდა ვარკეთილში.

ახლა არ დავიწყებთ მორალის და კანონის ასპექტებში შესვლას, უბრალოდ დავეხმაროთ რომ გადარჩეს 🙏🏻🙏🏻🙏🏻
დღესვე უნდა ნახოს ქირურგმა, გაუკეთდეს სისხლის ანალიზები , ექოსკოპია, და პასუხების მიხედვით გადაწყდეს ქვედა ყბის ოპერაციის ამბავი !

დიდი მადლობა Tinatin Cheishvili რომ არ მიატოვეთ და ღამითვე გადაიყვანეთ 24 საათიან კლინიკაში 🙏🏻
წინ რთული გზაა მაგრამ უნდა ვეცადოთ დავაძლევინოთ სისასტიკის მსხვერპლ კატას…

პოლიციაში განცხადების დაწერა კი თვითმხილველის გადასაწყვეტია. ფაქტია სამეზობლოში ყავთ ადამიანი რომელსაც შეუძლია კიდევ ბევრი კატა და ძაღლი დააზიანოს. ამიტომ ჩვენი უპირობო მოწოდება იქნება ჩივილი ყოველთვის.
თუმცა ჩვენი პოლიცია უკიდურესად გულგრილია ასეთი საქმეების მიმართ, ჩვენ მაინც არ უნდა დავნებდეთ.

გთხოვთ მობილიზებას, რომ დავფაროთ დაზარალებული მიუსაფრის ხარჯები. თითო ლარი მნიშვნელოვანია..
დანიშნულება კი აუცილებელი
✅ აიკრძალოს საახალწლო ასაფეთქებლები !

მიმღები: ა(ა)იპ საქართველოს ფისომოყვარულთა კლუბი

#GE60BG0000000786573700

74 რეაქცია39 კომენტარი19 გაზიარება ფეისბუქზე ნახვა →