დღეს უნდა მოგიყვეთ სფკ თავშესაფრის ბინადრების პატარა ისტორიები და მათი პრობლემების შესახებ. თქვენი…
დღეს უნდა მოგიყვეთ სფკ თავშესაფრის ბინადრების პატარა ისტორიები და მათი პრობლემების შესახებ. თქვენი თანადგომის გარეშე ვერაფრით შევძლებთ მკურნალობის დაწყებას.. ყოველდღიურად იმდენი ახალი და გადაუდებელი საქმე გვიწევს რომ თავსესაფრის ბინადრები ხშირად გვეჩაგრებიან უსახსრობის გამო.
⚪️გუნდა - ნახევარი წლის წინ იპოვეს ქუჩაში გაუბედურებული ვირუსით, კანის პრობლემებით და თვალის ინფექციით. აშკარა იყო რომ ფისო მოიშორეს..
ჯერ სახლში გაიარა ვირუსზე მკურნალობის ეტაპი Bella Bellთან და შემდეგ გადმოვიყვანეთ თავშესაფარში. დიდი ხანი დაგვჭირდა რომ მოგვეყვანა ნორმალურ ფორმაში.. თვითონ გუნდა აღმოჩნდა სინაზის და სიდინჯის განსახიერება. ბოლო პერიოდში გახდომა დაიწყო, თვალების პრობლემა ისევ გაუმწვავდა. გასაკეთებელი აქვს სასწრაფოდ სისხლის საერთო და ბიოქიმიური ანალიზები.
იმედია გულთან ახლოს მიიტანთ ამ უნაზესი გოგოს გასაჭირს და შევძლებთ მის დახმარებას 😔
🖤 სანდრო - სანდრო 8 წელია თავშესაფარში ცხოვრობს, დაარსების პირველი დღეებიდან.
2 თვის იყო ბავშვისგან საშინლად ნაცემი რომ შემოვიყვანეთ. თავი და სახე სულ ჰემატომებში ქონდა. ტრავმების შედეგად დარჩა პრობლემა ყბაზე, რაც საჭიროებს მუდმივ კონტროლს რომ არ დაიწყოს ყბის ძვლის დაშლა..
დიდი იმედი გვაქვს აქაც დაგვიდგებით მხარში, ვეტერანი სანდროს დასახმარებლად 🙏🏻
💗 ანანია - 2 მარტს მივიღეთ ხერხემლის დაზიანებით თუმცა პერპექტივაში გაუმჯობესების იმედით. ქონდა ძლიერი ტკივილები, თავს წევდა მაღლა მხოლოდ პირველ ეტაპზე. ჩავუტარეთ მგრძნობელობის სტიმულაციისთვის სრული კურსი, გავრისკეთ ქირურგიაც და გაუკეთდა ოპერაცია. შემდეგ იყო რეაბილიტაციის პერიოდი, მაგრამ ანანია უკანა კიდურებზე ვეღარ დადგა..
ვცდილობთ ხელი შევუწყოთ ბედნიერად ცხოვრებაში, სანამ შესაძლებელია ეს.
ძალიან აქტიური ფისოა. უყვარა გალიის გარეთ სრიალი და მეგობრებთან თამაში 🐾
ამ მდგომარეობიდან გამომდინარე ანანია განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ფისოდ ითვლება, რაც გულისხმობს სპეციფიურ მოვლას,ჰიგიენას, ჯანმრთელობაზე ზრუნვას..
იქნებ ანანიას დისტანციური მეურვეც გამოუჩნდეს რომელიც ნაწილობრივ აიღებდა თავზე ამ სიყვარული ფისოს ხარჯებს ….
მანამდე კი თითო ლარით უნდა გადაგვრჩინოთ 🙏🏻🙏🏻🙏🏻🙏🏻🙏🏻🙏🏻🙏🏻
მიუსაფარი ცხოველის დახმარების მცდელობას ყოველთვის ამხელა პასუხისმგებლობები მოყვება ხოლმე, წლების მანძილზე გაგრძელებულიც კი. ამიტომ ჩვენ უსახსროდ ვერაფერს გავხდებით…
‼️გთხოვთ, დანიშნულებაში მიუთითოთ სახელებით
✅ გუნდა, სანდრო და ანანიასთვის
მიმღები: ა(ა)იპ საქართველოს ფისომოყვარულთა კლუბი
#GE60BG0000000786573700