EN დაგვეხმარე

ისტორიები · 2021

ახალი წელი მოდის, ცხოველების გასაშვილებლად ყველაზე საფრთხილო პერიოდი. ადამიანები აჟიტირებულები,სწრაფად…

‼️ ახალი წელი მოდის, ცხოველების გასაშვილებლად ყველაზე საფრთხილო პერიოდი. ადამიანები აჟიტირებულები,სწრაფად ითხოვენ კნუტის/ლეკვის ჩუქებას და შემდეგ იწყება პრობლემები, ზოგს იმდენად არ უმართლებს ქუშაში ბრუნდება ისევ (((
ძალიან გთხოვთ, გაფილტრეთ მაქსიმალურად მსურველები და დაკვირვებით აარჩიეთ. შემდეგ კი გადაამოწმეთ ხშირად, იქონიეთ მუდმივი კონტაქტი ახალ ოჯახთან. მწარე გამოცდილებიდან ვწერ ამას.
იმდენად გაუაზრებლად იყვანენ ცხოველებს რომ შეიძლება ვერც კი წარმოიდგინოთ სანამ ფაქტის წინაშე არ აღმოჩნდებით. ხანდახან კი ერთი ნაკაწრი, ერთი მოშარდვა წყვეტს ფისოს ბედს აღმოჩნდეს გარეთ..
ცხოველები არ არიან სათამაშოები, არც მცენარეები რომ გარეთ გადგათ, აი ეს აუხსენით ყველას მეგობრულად და განვრცობილად. ცხოველის ყოლას ჭირდება შესაბამისი ცოდნა, ყურადღება, ფინანსები და ხანდახან მოთმინება. გაჩუქებისას კი როგორც საზეპირო : ვიწერთ მჩუქებლის კოორდინატებს, რამოდენიმე ახლობელი ადამიანის ნომერს, ID ნომერს, ვუღებთ ფოტოს ცხოველთან ერთად, და ვიღებთ პირობას რომ საშუალება გექნებათ ვიდეო ჩართვით, ფოტოებით ნახოთ გაჩუქებული ცხოველი. ასევე ვაცნობთ 259ე მუხლს. აუცილებელია სტერილიზაცია/კასტრაციის გარანტიაც ! ყველამ უნდა ვიცოდეთ რომ აყვანილი ცხოველის რეგისტრაცია შეგვიძლია ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოში, უფასოა. ასევე შეგვიძლია კერძო ვეტ კლინიკებში ფასიანი პასპორტის აღება.
წარმატებულ დაბინავებებს გისურვებთ 🙏🏻

81 რეაქცია3 კომენტარი16 გაზიარება ფეისბუქზე ნახვა →