EN დაგვეხმარე

ისტორიები · 2021

ვაცხადებთ 1 ლარის აქციას კახელი ფისოების გასასტერილებლად თელავში, კლინიკა მედონში. აი ეს რაოდენობა რომ არ…

‼️ ვაცხადებთ 1 ლარის აქციას კახელი ფისოების გასასტერილებლად თელავში, კლინიკა მედონში. აი ეს რაოდენობა რომ არ გაათმაგდეს და გაოცმაგდეს, გვჭირდება თქვენი მხარში დგომა 🙏🏻 კახეთის ერთერთ სოფელში ძალიან მაგარი ადამიანი უვლის მიუსაფარ ფისოებს, რამოდენიმე თავისი ხარჯებით გაასტერილა უკვე, თუმცა დარჩა 10 ძუ კიდევ..
ძალიან დიდი მომართვიანობა გვაქვს რეგიონებიდან, მოსახლეობა მზადაა ჩაერთოს სტერილიზაცია/კასტრაციის პროცესში, რომელიც უბრალოდ არ არსებობს სახელმწიფოს მხრიდან ! თუ რამე კეთდება ძირითადად მოხალისეების მიერ კეთდება ვეტერინარების და ორგანიზაციების დახმარებით, ისევ თქვენი შემოწირული თითო ლარით..
ამ ეტაპზე სასწრაფოდ გასასტერილებელია 5 ფისო, კარგი ამბავი ის არის რომ ფასდაკლებას აკეთებენ მიუსაფრებისთვის კლინიკა მედონში ♥️ საჭიროა 350 ლარი ტრანსპორტირების ჩათვლით
ძალიან გთხოვთ, ჩარიცხვისას დანიშნულებაში მიუთითეთ > სტერილიზაცია კახეთში
✅მიმღები: ა(ა)იპ საქართველოს ფისომოყვარულთა კლუბი
ს/კ: 400150322
საქართველოს ბანკი
ბანკის კოდი -BAGAGE22
ანგარიშსწორების ანგარიში: #GE60BG0000000786573700

28 რეაქცია17 კომენტარი7 გაზიარება ფეისბუქზე ნახვა →