EN დაგვეხმარე

ისტორიები · 2024

ქუთაისელ ფისოს თქვენი თანადგომა ჭირდება ახლა ჰაერივით 🙏🏻

‼️‼️ ქუთაისელ ფისოს თქვენი თანადგომა ჭირდება ახლა ჰაერივით 🙏🏻
რამდენიმე თვის წინ დაცხრილული იპოვეს ქუთაისში.სარდაფში იმალებოდა დღეების განმავლობაში, სანამ ბექა მჭედლიძემ არ მოკიდა ხელი და მიიყვანა კლინიკაში 😔
ამის მერე ჩამოვიყვანეთ თბილისში მდგომარეობის გამოსწორების იმედებით. ვცადეთ აკუპუნქტურა, ჩაუტარდა ქირურგია, გავიდა თვეები მაგრამ შედეგი ვერ მივიღეთ ..
სამწუხაროდ ხერხემალში მოხვედრილმა ტყვიებმა დააზიანა ზურგის ტვინი…

ვერც კი წარმოიდგენთ რამხელა ცვლილება მოხდა ამ პერიოდის განმავლობაში ფისოს ქევაში. თავიდან ადამიანის ხელის დაკარებაზე ისტერიკა ემართებოდა 😞 სისინებდა, ყურებდაწვენილი, მოკუნტული იწვა, აგრესიულიც იყო. @გიორგი ქერეჭაშვილის მიდგომებით და რეაბილიტაციის კურსის სწორად წარმართვის შედეგად ფისოს დაუბრუნდა ადამიანების ნდობა და დღეს ყვეელაზე საყვარელი ბიჭია ♥️

ჯერ ესროლეს, მერე 4 დღე სარდაფში იმალებოდა წელმოწყვეტილი, ტკივილებში და შიშში.
ახლა შანსი აქვს ლაღად იცხოვროს, უბრალოდ მთლიანად ჩვენზე, ადამიანებზეა დამოკიდებული მისი ბედი 😞
ფისოს რათქმაუნდა ჭირდება ყოველდღიური რუტინა, ამისთვის კი ზეწრები, პამპერსები, პერიოდულად სხვადასხვა პრეპარატები . მაღალი ხარისხის საკვები, შეფარების სიმბოლური თანხა.
თუ არ იქნება თითო ადამიანის ჩართულობა, ვერ შევძლებთ ფისოს შენახვას და პირობების შექმნას..

დიდი იმედი გვაქვს რომ არ მოგვიწევს ალტერნატიული,საშინელი გადაწყვეტილების მიღება.. სხვისი დაშავებული უნდა გამოვასწოროთ 🙏🏻 ფისო ნამდვილად იმსახურებს ამას და ერთობლივი ძალები შევძლებთ 💪🏻🐾

გთხოვთ დანიშნულებაში აუცილებლად მიუთითოთ
✅ ქუთაისელი ფისო

მიმღები: ა(ა)იპ საქართველოს ფისომოყვარულთა კლუბი

#GE60BG0000000786573700

46 რეაქცია21 კომენტარი18 გაზიარება ფეისბუქზე ნახვა →