“ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოსა და ფისომოყვარულთა კლუბს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
“ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოსა და ფისომოყვარულთა კლუბს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
თანამშრომლობის მიზანია, დედაქალაქის მასშტაბით მიუსაფარი კატების სტერილიზაცია-კასტრაციის ოპერაციების ერთობლივად დაგეგმვა და ცხოველების დაბინავებისთვის ქმედითი აქტივობების განხორციელება. “
ჩვენი გუნდის მიზანი და ყოველდღიური გამოწვევა იყო სტერილიზაციებზე ზრუნვა 2015 წლიდან.
სფკ თავშესაფრიდან სტერილიზაცია/კასტრაციის გარეშე კატა არ ბრუნდება ქუჩაში. 6 თვის ზემოთ ყველა დროულად უკეთდებოდა ოპერაცია და პატარა კნუტებს მხოლოდ სტერილიზაციის პირობით ვაჩუქებდით, რაც კონტროლდებოდა შემდგომ.
ამიტომ ჩვენი საქმიანობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მსგავსი თანამშრომლობა სახელმწიფო ორგანიზაციასთან.
✔️შეგახსენებთ რომ სფკ თავშესაფარში შესაძლებელია პოსტოპერაცოული ფისოების გაჩერება რამდენიმე დღით, რაც ასევე ხელს უწყობს საერთო პროცესის ჯანსაღად მიმდინარეობას. აქტიურ მოქალაქეებს კი საშუალება ეძლევათ უფრო თავისუფლად დაგეგმონ მიუსაფრების სტერილიზაცია/კასტრაციის ოპერაციები.